ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 3 594 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა შვიდი ადამიანი
ესპანეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 3 594 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანა ინფიცირებულთა რაოდენობით მეექვსე ადგილს იკავებს ევროპაში.
ესპანეთს 419 849 ინფიცირებული და 28 971 გარდაცვლილი ჰყავს. მათ შორის შვიდი პაციენტი ბოლო 24 საათში დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ 3 500-ზე მეტი შემთხვევიდან, 1 513 მხოლოდ დედაქალაქ მადრიდზე მოდის.