ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 1 229 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფრომაციას „გარდიანი“ ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გარდიანი“ წერს, რომ მკაცრი კარანტინის რეჟიმის გაუქმების შემდეგ, ეს ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ესპანეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 285 430 შემთხვევაა გამოვლენილი, ლეტალური შემთხვევების რიცხვი კი 30 000-ს უახლოვდება.