ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 213 პაციენტი გარდაიცვალა. შედეგად, ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 26 ათასს გადააჭარბა.
ბოლო 24 საათში ესპანეთში გამოვლენილია 754 ახალი შემთხვევა. სულ ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 221 ათასს აღემატება. მათგან 128 ათასზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა.