ესპანეთში კორონავირუსის 166 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 83 ადამიანი
მესამე დღეა, ესპანეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 100-ზე დაბალია. გასული დღე-ღამის განმვალობაში ქვეყანაში ვირუსით 83 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის 166 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 232 037 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 27 778 ადამიანია .