ესპანეთში ღამის კლუბები იხურება, ქუჩაში კი დისტანციის დაცვის გარეშე მოწევა იკრძალება
ესპანეთში ღამის კლუბები იხურება, ქუჩაში კი დისტანციის დაცვის გარეშე მოწევა იკრძალება

ესპანეთში ღამის კლუბები იხურება, ქუჩაში კი დისტანციის დაცვის გარეშე მოწევა იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას „ელ პაისი“ ავრცლებს.

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შესაბამისი შეზღუდვაზე ქვეყნის ყველა რეგიონი შეთანხმდა. მისივე განცხადებით, ადგილობრივ ხელისუფლებას, საჭიროების შემთხვევაში, უფრო მკაცრი ზომების მიღების უფლება ექნება.

ახალი წესების თანახმად, ღამის კლუბები და კოქტეილ ბარები დაიხურება, რესტორნები კი ღამის პირველ საათამდე იმუშავებენ, თუმცა 12 საათის შემდეგ ახალ კლიენტებს არ მიიღებენ.

რესტორნებში სავალდებულო იქნება, მეტრა-ნახევრიანი დისტანციის დაცვა და ერთ მაგიდასთან 10-ზე მეტი ადამიანის ყოფნა აიკრძალება.

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, სტუმრები მიღებასა და სახლებში ათ ადამიანზე მეტის შეკრებას მოერიდონ.

აღნიშნული ზომების ესპანეთში მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანაში ვირუსის ახალმა შემთხვევებმა მოიმატა.