ესპანეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს 394 ადამიანი ემსხვერპლა
ესპანეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს 394 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. საერთო ჯამში ვირუსს ესპანეთში 1720 ადამიანი ემსხვერპლა.
ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა 15 პროცენტით. დაფიქსირდა 3646 ახალი შემთხვევა. სულ ესპანეთში დაავადებულთა რიცხვი 28 572-ია.