ესპანეთში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ძლიერი ქარის გამო სცენა ჩამოინგრა, დაიღუპა ერთი და დაშავდა სულ მცირე 40 ადამიანი
ესპანეთში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ძლიერი ქარის გამო სცენა ჩამოინგრა, დაიღუპა ერთი და დაშავდა სულ მცირე 40 ადამიანი

ესპანეთში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, ძლიერი ქარის გამო ჩამონგრეული სცენის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 40 დაშავდა. ინფორმაციას „ბიბისი” ავრცელებს.

ინციდენტი ვალენსიის სამხრეთით, მედუზას სახელით ცნობილ მუსიკის ფესტივალზე მოხდა.

ძლიერმა ქარმა, რომლის სიჩქარე საათში 80 კილომეტრს აღწევდა, გამომსვლელებისთვის განკუთვნილი სცენის ჩამონგრევა გამოიწვია.

ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია ერთი, 20 წლის პირი და დაშავებულია სულ მცირე 40, რომელთაგან სამს მძიმე დაზიანებები აქვთ მიღებული.

ინციდენტის გამო, ორგანიზატორებს ფესტივალის გადადება მოუწიათ.