ესპანეთში ბოლო ექვს დღეში პირველად, კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა
ესპანეთში ბოლო ექვს დღეში პირველად კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა.
როგორც ესპანური გამოცემა „ელ პაისი“ იუწყება, ბოლო 24 საათში ვირუსს ესპანეთში 217 ადამიანი ემსხვერპლა.
ესპანეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 229 540 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 27 321 ადამიანი,140 823 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.