ესპანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 59 ადამიანი გარდაიცვალა
ესპანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 59 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 59 ადამიანი გარდაიცვალა. „როიტერის“ ინფორმაციით, ეს ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. უკვე ზედიზედ მეორე დღეა, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რიცხვი 100-ზე ნაკლებია. გუშინ ეს მაჩვენებელი 87-ს შეადგენდა.

სულ ესპანეთში კორონავირუსს 27 709 ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყანაში იკლებს ინფიცირების მაჩვენებელიც. ბოლო 24 საათის განმავლობაში დარეგისტრირდა „კოვიდ-19“-ის 285 ახალი შემთხვევა, წინა დღით ეს რიცხვი 421-ს შეადგენდა.

ეპიდემიის დაწყებიდან ესპანეთში კორონავირუსით სულ 231 606 ადამიანი დაინფიცირდა.