ესპანეთში, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 378 ადამიანი გარდაიცვალა
ესპანეთში, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 378 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში, ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ით 378 ადამიანი დაიღუპა, რაც გუშინდელ მაჩვენებელთან შედარებით მცირედით მაღალია.

გუშინ ქვეყანაში ვირუსით 367 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 3 995-ით გაიზარდა. საერთო ჯამში, ესპანეთში „კოვიდ 19“-ით 223 759 ადამიანია ინფიცირებული.