ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 331 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულთა რიცხვი 1800-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 209 000-ს გადააჭარბა.
ესპანეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით 23 521 ადამიანი გარდაიცვალა.
ესპანეთის მთავრობა აცხადებს, რომ ინფექციის გავრცელების ტემპი ქვეყანაში შენელდა, რის გამოც კარანტინის რეჟიმი ნაწილობრივ შემსუბუქდა.
ექვსი კვირის შემდეგ პირველად 14 წლამდე ბავშვებს ესპანეთში ქუჩაში გასვლის უფლება მისცეს.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლაში ჩაერთო არმია. სამხედროები ხანდაზმულთა სახლებსა და საავამდყოფოებში სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ.
დღეიდან ესპანეთში 36 000 მოქალაქეს შემთხვევითი შერჩევის წესით ტესტს ჩაუტარებენ.