ესპანეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 849 ადამიანი დაიღუპა. კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ქვეყანაში 8 000-ს გადასცდა.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 9 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ესპანეთში საკარანტინო ზომები უკვე მესამე კვირაა მოქმედებს. ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია. ესპანეთს სამედიცინო დახმარება დღეს ჩინეთმა გაუგზავნა.