ესპანეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 143 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ესპანური გამოცემა, „ელ პაისი“ ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
9 მაისს ესპანეთში „კოვიდ-19“-ით 179 ადამიანი დაიღუპა. ესპანური მედია წერს, რომ კორონავიურუსით გარდაცვალების მსგავსი დაბალი მაჩვენებელი 18 მარტის შემდეგ პირველად აღინიშნა.
საერთო ჯამში, ესპანეთში ახალი ტიპის კორონავირუსით 26 621 ადამიანი დაიღუპა. 10 მაისის მონაცემებით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ესპანეთში „კოვიდ-19“ 224 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 136 000-ზე მეტი ადამიანი კი, უკვე გამოჯანმრთელდა.