ესპანეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1525 შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეს ივნისში, საყოველთაო კარანტინის მოხსნის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
უკვე მესამეა დღეა, ქვეყანაში დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის 1000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 285 430 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 28 443 ადამიანი.