ესპანეთის მთავრობამ ოფიციალურად აღიარა პალესტინის სახელმწიფო. მედიის ცნობით, ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მიერ ეროვნულ სატელევიზიო მიმართვაში გაკეთებული განცხადება, რომ ესპანეთი შეუერთდებოდა „140-ზე მეტ ქვეყანას, რომლებიც უკვე აღიარებენ პალესტინას“. სანჩესმა აღნიშნა: „ეს არის ერთადერთი გზა იმ გადაწყვეტის განსახორციელებლად, რომელსაც ჩვენ ყველა ვაღიარებთ, როგორც ერთადერთს, რომლითაც შესაძლებელია, მივაღწიოთ მშვიდობას“.
ცნობისთვის, ესპანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ 22 მაისს საჯაროდ განაცხადეს, რომ პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურად დღეს, 28 მაისს აღიარებენ.