შაბათს, 19 ოქტომბერს წლის ყველაზე ხმაურიანი ქორწილი გაიმართება. მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი და მარია ფრანცისკა პერელო საკუთარ ურთიერთობას დააკანონებენ. ესპანური პრესის ინფორმაციით, ქორწილს ესპანეთის ყოფილი მეფე ხუან კარლოსი და დედოფალი სოფია დაესწრებიან.
ცნობილი გახდა, რომ ქორწილი მკაცრად გასაიდუმლოებულ სიტუაციაში გაიმართება. ცერემონია ქალაქ პორტ-დე-პოლიენსას კერძო მამულში ჩატარდება.
სტუმრებს სთხოვეს ქორწილში ტელეფონების გარეშე მივიდნენ. მიმართეს ადგილობრივ პოლიციას – არ დაუშვან ზეიმის დროს დრონის გამოყენება, მთელმა პერსონალმა კი ხელი გაუთქმელობის ხელშეკრულებას მოაწერა.