ნადალი აშშ-ის ღია პირველობაზე არ ითამაშებს
ნადალი აშშ-ის ღია პირველობაზე არ ითამაშებს

მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი 2020 წელს ამერიკის ღია პირველობაზე არ ითამაშებს. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი მზად არ არის კორონავირუსის პანდემიის პირობებში ტიტულის დასაცავად.

„ჯანმრთელობის დაცვის მხრივ სიტუაცია ძალიან რთული რჩება: მსოფლიო კორონავირუსის ახალ შემოტევებს აწყდება და მდგომარეობა არაკონტროლირებადი ჩანს. მადლობა ორგანიზატორებს იმისთვის, რომ მონდომებას არ იშურებენ ტურნირის მომზადებისთვისა და ჩატარებისთვის. ჩემთვის ძალიან რთულია ტურნირზე უარის თქმა, მაგრამ ინტუიციასა და საკუთარ გულს დავუჯერე“, – დაწერა ნადალმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

ამერიკის ღია პირველობა 31 აგვისტოს დაიწყება. ნადალი ამ ტურნირის ოთხგზის ჩემპიონია.