ესპანეთის სანაპირო დაცვამ გიბრალტარის სრუტეში 600-მდე მიგრანტი გადაარჩინა
ესპანეთის სანაპირო დაცვამ გიბრალტარის სრუტეში 600-მდე მიგრანტი გადაარჩინა.
თავშესაფრის მაძიებლები შვიდ ნავზე იყვნენ განაწილებული.
მიგრანტთა ნაკადი ესპანეთში ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა. მას შემდეგ, რაც ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ თავშესაფრის მაძიებლების მიმართ, წინა მთავრობისგან განსხვავებით, შედარებით ლიბერალური პოლიტიკა გამოაცხადა.
შედეგად, ესპანეთში არალეგალური გზით, მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტომდე, 25 ათასი მიგრანტი შევიდა. გასულ წელს კი, აღნიშნული მაჩვენებელი 22 ათასი იყო.