ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ გვყავს ბევრი სახელმწიფო, რომელსაც სურს ევროკავშირის წევრობა, რადგან ისინი იზიარებენ ჩვენს ღირებულებებსა და მისწრაფებებს
დღეს ჩვენ განვიხილავთ მომავალ წლებში ევროპის მომავლისთვის ორ საკვანძო საკითხს, პირველი არის გაფართოება, ჩვენ გვყავს ბევრი სახელმწიფო, რომელსაც სურს ევროკავშირის წევრობა, რადგან ისინი იზიარებენ ჩვენს ღირებულებებსა და მისწრაფებებს, – ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარეს ბუენომ ევროკავშირის არაფორმალურ მინისტერიალზე განაცხადა.
მისი თქმით, მინისტერიალზე იმსჯელებენ 30-მდე ან 35 წევრამდე გაფართოების საბიუჯეტო შედეგებზე, აუცილებელ ინსტიტუციურ რეფორმებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის რეფორმაზე.
„ჩვენ ვიმსჯელებთ 30-მდე ან 35 წევრამდე გაფართოების საბიუჯეტო შედეგებზე, აუცილებელ ინსტიტუციურ რეფორმებზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესის რეფორმაზე, რათა დავრჩეთ ისეთივე ეფექტიან გაერთიანებად, როგორიც ევროკავშირი იყო „კოვიდ-19“-ის კრიზისის ან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დროს. ამავე დროს, ჩვენ გვაქვს მეორე თემა: ევროკავშირის ღია სტრატეგიული ავტონომია, რა როლი უნდა ჰქონდეს ევროკავშირს სულ უფრო კონკურენტულ და ურთიერთდამოკიდებულ მსოფლიოში ისეთ არსებით საკითხებზე, როგორებიცაა ენერგეტიკა, ახალი ტექნოლოგიები, ჯანდაცვა, სურსათი“, – განაცხადა მინისტრმა.