ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჩვენ გვყავს ბევრი სახელმწიფო, რომელსაც სურს ევროკავშირის წევრობა, რადგან ისინი იზიარებენ ჩვენს ღირებულებებსა და მისწრაფებებს

14:22, 28.09.2023

დღეს ჩვენ განვიხილავთ მომავალ წლებში ევროპის მომავლისთვის ორ საკვანძო საკითხს, პირველი არის გაფართოება, ჩვენ გვყავს ბევრი სახელმწიფო, რომელსაც სურს ევროკავშირის წევრობა, რადგან ისინი იზიარებენ ჩვენს ღირებულებებსა და მისწრაფებებს, – ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარეს ბუენომ ევროკავშირის არაფორმალურ მინისტერიალზე განაცხადა.

მისი თქმით, მინისტერიალზე იმსჯელებენ 30-მდე ან 35 წევრამდე გაფართოების საბიუჯეტო შედეგებზე, აუცილებელ ინსტიტუციურ რეფორმებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის რეფორმაზე.

„ჩვენ ვიმსჯელებთ 30-მდე ან 35 წევრამდე გაფართოების საბიუჯეტო შედეგებზე, აუცილებელ ინსტიტუციურ რეფორმებზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესის რეფორმაზე, რათა დავრჩეთ ისეთივე ეფექტიან გაერთიანებად, როგორიც ევროკავშირი იყო „კოვიდ-19“-ის კრიზისის ან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დროს. ამავე დროს, ჩვენ გვაქვს მეორე თემა: ევროკავშირის ღია სტრატეგიული ავტონომია, რა როლი უნდა ჰქონდეს ევროკავშირს სულ უფრო კონკურენტულ და ურთიერთდამოკიდებულ მსოფლიოში ისეთ არსებით საკითხებზე, როგორებიცაა ენერგეტიკა, ახალი ტექნოლოგიები, ჯანდაცვა, სურსათი“, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი