ესპანეთის ქალაქ სეუტაში აფრიკელი მიგრანტების მორიგი ნაკადი ძალის გამოყენებით შეიჭრა. ახლა 100-მდე მიგრანტი მაროკოდან ევროპის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, სარეგისტრაციო ცენტრში იმყოფება. მათი უმეტესობა ახალგაზრდა მამაკაცია.
გაერო-ს მონაცემებით, მხოლოდ 2018 წელს მაროკოდან ესპანეთში 4 ათასამდე მიგრანტი გადავიდა. ეს კი ევროპის ტერიტორიაზე, ძირითადად, ხმელთაშუა ზღვის მარშრუტით შესული მიგრანტების საერთო მაჩვენებლის 14 პროცენტია.
საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, გასულ წელთან შედარებით, სეუტაში შესული აფრიკელი მიგრანტების მაჩვენებელი 130 პროცენტით გაიზარდა.