ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თანამდებობაზე დარჩენის მოთხოვნით მადრიდში ათასობით მოქალაქემ დემონსტრაცია გამართა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თანამდებობაზე დარჩენის მოთხოვნით მადრიდში ათასობით მოქალაქემ დემონსტრაცია გამართა. დემონსტრანტები ესპანეთის დედაქალაქში სოციალისტური პარტიის შტაბბინასთან შეიკრიბნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დემონსტრაციაში 12 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
პედრო სანჩესმა პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ 24 აპრილს განაცხადა. იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ მისი მეუღლის, ბეგონია გომესის წინააღმდეგ კორუფციული საქმის გამოძიება დაიწყო. წინასწარი გამოძიება სწავლობს გომესის კავშირებს კერძო კომპანიებთან, რომლებთანაც სახელმწიფო კონტრაქტებია გაფორმებული.
სანჩესი და მისი მოკავშირეები აცხადებენ, რომ ბრალდებები ყალბია.
პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სარჩელი ორგანიზაციამ „სუფთა ხელები“ წარადგინა, რომელიც ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან არის დაკავშირებული. როგორც „ბიბისი“ წერს, ორგანიზაციის ბრალდება მედიაში გავრცელებულ რამდენიმე ამბავს უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთის სიყალბე უკვე დადასტურდა.
პედრო სანჩესის განცხადებით, მისი მეუღლის წინააღმდეგ ბრალდებები არის ულტრამემარჯვენე პარტიებისა და მედიასაშუალებების ბოლო მცდელობა, შელახონ მისი სახელი.