ესპანეთის პრემიერ-მინისტრი დაგეგმილ შეხვედრებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით გამართავს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ყველა დაგეგმილ შეხვედრას ვიდეოკონფერენციის საშუალებით გამართავს. ამის შესახებ ცნობას „როიტერი“ ავრცელებს.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, პედრო სანჩესმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთ ესპანელ მინისტრს, ირენ მონტეროს კორონავირუსი დაუდგინდა.
როგორც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მინისტრთა კაბინეტში დაფიქსირებული ინფიცირების შემდეგ კორონავირუსზე ტესტს ყველა მინისტრს ჩაუტარებენ.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ესპანეთის ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების 2 277 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. გარდაცვლილთა რაოდენობა 55-ს შეადგენს. კორონავირუსისგან 183 პაციენტი განიკურნა.