ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი შემოდგომაზე ბარსელონაში კატალონიის ლიდერს, კიმ ტორას შეხვდება. ამის შესახებ რეგიონული მთავრობის წარმომადგენელმა, ელზა არტადიმ სააგენტო Europa Press-თან ინტერვიუში განაცხადა.
არტადის განცხადებით, მოლაპარაკებები სავარაუდოდ, სექტემბრის შემდეგ გაიმართება.
კატალონიის რეგიონულ მთავრობაში დაგეგმილ შეხვედრას მადრიდსა და ბარსელონას შორის ურთიერთობებისთვის დადებითად აფასებენ.
პედრო სანჩესსა დ აკიმ ტორას შორის პირველი შეხვედრა 9 ივლისს გაიმართა.
გასულ წელს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების გამო, ესპანეთის ცენტრალურმა მთავრობამ კატალონიის თვითმმართველობა შეზღუდა.