ესპანეთის პრემიერ-მინისტრი შემოდგომაზე კატალონიის ლიდერს შეხვდება
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი შემოდგომაზე კატალონიის ლიდერს შეხვდება

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი შემოდგომაზე ბარსელონაში კატალონიის ლიდერს, კიმ ტორას შეხვდება. ამის შესახებ რეგიონული მთავრობის წარმომადგენელმა, ელზა არტადიმ სააგენტო Europa Press-თან ინტერვიუში განაცხადა.

არტადის განცხადებით, მოლაპარაკებები სავარაუდოდ, სექტემბრის შემდეგ გაიმართება.

კატალონიის რეგიონულ მთავრობაში დაგეგმილ შეხვედრას მადრიდსა და ბარსელონას შორის ურთიერთობებისთვის დადებითად აფასებენ.

პედრო სანჩესსააკიმ ტორას შორის პირველი შეხვედრა 9 ივლისს გაიმართა.

გასულ წელს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების გამო, ესპანეთის ცენტრალურმა მთავრობამ კატალონიის თვითმმართველობა შეზღუდა.