ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ის უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ლი ციანს და დაგეგმილი აქვს ასევე მოლაპარაკებები პრეზიდენტ სი ძინპინთან.
როგორც მოსალოდნელია, ჩინეთში პედრო სანჩესის ოთხდღიანი ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ორმხრივი პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობებია.
ჩინური მედიის ცნობით, სანჩესი დაესწრება ჩინეთ-ესპანეთის ბიზნესფორუმს. ესპანეთის პრემიერთან ერთად იმყოფება ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვაჭრობის მდივანი.
როგორც ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას პედრო სანჩესმა განაცხადა, ესპანეთის მთავრობის მტკიცე სურვილია, გააგრძელოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის სულისკვეთების ურთიერთობების ჩამოყალიბება.
ესპანეთის ლიდერის ვიზიტი ჩინეთში ევროკავშირის მიერ პეკინისთვის ელექტრომობილებზე დაწესებული დროებითი ტარიფების ფონზე იმართება.