ესპანეთის პოლიციამ ტერაქტების დაგეგმვის ბრალდებით ხუთი ადამიანი დააკავა
ესპანეთის პოლიციამ ტერაქტების დაგეგმვის ბრალდებით ხუთი ადამიანი დააკავა

ესპანეთის პოლიციამ ტერაქტების დაგეგმვის ბრალდებით ხუთი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ელ-პაისი“ ავრცელებს.

გამოძიების ცნობით, დაკავებულები ჯიჰადისტური დაჯგუფების წევრები არიან.

ესპანური მედიის ცნობით, ერთი ადამიანი უკვე გარკვეული პერიოდის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფება, ოთხი პირი კი, ცოტა ხნის წინ დააკავეს. მათგან ერთი – მადრიდში, ოთხი კი კატალონიაში დააკავეს.

დაკავებულებს იარაღი და საბრძოლო მასალები აღმოაჩნდათ. ხუთივე პირს პატიმრობა აქვს შეფარდებული.