ესპანეთის პოლიციამ ბინის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავა
ესპანეთის პოლიციამ ბინის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავა

ესპანეთის პოლიციამ ბინის გაქურდვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავა.

როგორც ესპანური მედია წერს, ინციდნეტი ქალქ უესკაში მოხდა. პოლიციას საეჭვო გარეგნობის მამაკაცის შესახებ ინფორმაცია მოქალაქემ მიაწოდა. სამართალდამცავების გამოჩენის შემდეგ, მამაკაცი მიმალვას შეეცადა, თუმცა პოლიციელებმა მისი დაკავება შეძლეს. ჩხრეკის დროს, დაკავებულს აღმოაჩნდა ნივთები, რომელთა საშუალებითაც ის გასაქურდ ბინებს ნიშნავდა.

​გამოძიების ცნობით, საქართველოს 34 წლის მოქალაქე რამდენჯერმეა ნასამართლევი ბინის გაქურდვისთვის ბარსელონაში. მას ბრალი სამართალდამცველებზე თავდასხმისა და ბინების გაქურდვისთვის წაუყენეს.