ესპანეთის მთავრობამ რუსი ჰაკერები კატალონიის კრიზისში ჩარევაში დაადანაშაულა
ესპანეთის მთავრობამ რუსი ჰაკერები კატალონიის კრიზისში ჩარევაში დაადანაშაულა. როგორც ესპანეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ინიგო მენდეს დე ვიგომ El Pais-ს განუცხადა, ამ საკითხს 13 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ.
„ეს სერიოზული პრობლემაა, როდესაც დემოკრატია ახალი ტექნოლოგიების გამოწვევის წინაშე დგას. ეს თემა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შემდეგ სხდომაზე განიხილება. სიტყვით გამოვა ესპანეთის მთავარი დიპლომატიც“ – განაცხადა მენდეს დე ვიგომ
ესპანეთის თავდაცვის მინისტრ მარია დოლორეს დე კასპედალის თქმით, ბევრი გზავნილი თუ ოპერაცია, რომელიც შემჩნეული იყო, რუსეთის ტერიტორიიდან მოდიოდა. მისივე განცხადებით, ჰაკერული თავდასხმების ნაწილი რუსეთიდან, ნაწილი კი ვენესუელიდან მოდიოდა.
ევროპარლამენტში ესპანეთის მმართველი პარტიის წარმომადგენელ ესტებანა გონსალეს პონსას მიაჩნია, რომ რუსი ჰაკერების კატალონიის კრიზისში ჩარევის მიზანი, ევროკავშირის ერთიანობის დარღვევა იყო.