ესპანეთის მეფე - კატალონიის კრიზისი გაკვეთილია ყველასთვის
ესპანეთის მეფე - კატალონიის კრიზისი გაკვეთილია ყველასთვის

კატალონიის კრიზისი გაკვეთილი უნდა იყოს ყველასათვის, როგორც ესპანეთსა და ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში, – ეს განცხადება ესპანეთის მეფე ფელიპემ დავოსში, ეკონომიკური ფორუმის დროს გააკეთა.

მისი თქმით, კატალონიის ყოფილი ავტონომიური მთავრობის მხრიდან ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვის მცდელობას ჰქონდა ადგილი, რამაც ესპანეთი დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა.

„კატალონიის კრიზისი გაკვეთილი უნდა იყოს მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის, რომ პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობასთან და პატივისცემასთან ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და კონსტიტუცია, რისი უგულვებელყოფაც საკუთარი ხალხის შეურაცხყოფაა. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ევროპაში ყველა კრიზისი მხოლოდ დემოკრატიული მეთოდებით გადაიჭრება. ესპანეთის კონსტიტუცია არ არის მხოლოდ ფურცლების გროვა, არამედ სწორედ ევროპულ ღირებულებებსა და ესპანელი ხალხის ხედვას ეფუძნება. სწორედ ამიტომ, კონსტიტუციის დარღვევა ნებისმიერი ჩვენგანისგან ყოვლად მიუღებელია“, – განაცხადა ესპანეთის მეფემ სიტყვით გამოსვლისას.

დატოვე კომენტარი