ესპანეთის დედაქალაქში ფერმერების საპროტესტო აქცია იმართება. „როიტერის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეები მადრიდის ცენტრში ტრაქტორებით მივიდნენ.
სააგენტოს ცნობით, დემონსტრანტები მთავრობისგან სუბსიდიების გაზრდას და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას ითხოვენ.
დემონტრაციის გამო მადრიდის ცენტრში დროებით შეფერხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის მცირე შეხლა-შემოხლაც მოხდა. ინციდენტის მიზეზი დემონსტრანტების მიერ აქციის იმ ქუჩაზე გამართვის სურვილი გახდა, სადაც მსვლელობა შეთანხმებული არ იყო.
ზოგიერთი აქტივისტი დაუპირისპირდა მედიის წარმომადგენლებასაც, რომლებიც საპროტესტო აქციას აშუქებდნენ.
ფერმერების აქციები, ბოლო რამდენიმე კვირაა, იმართება ევროპის არაერთ ქვეყანაში. მათ შორის პოლონეთში, საბერძნეთსა და ჩეხეთში. აქტივისტები ევროკავშირის საერთო აგრარული პოლიტიკის ფარგლებში დაწესებული ბიუროკრატიული მოთხოვნებისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული რეგულაციების შემსუბუქებას ითხოვენ.