ესპანეთი პალესტინას სახელმწიფოდ 28 მაისს აღიარებს, როგორც პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სანჩესის თქმით, ესპანეთს პალესტინის აღიარებისთვის მრავალი მიზეზი აქვს.
„ჩვენ პალესტინის აღიარებას მრავალი მიზეზით ვაპირებთ და ეს ყველაფერი შეგვიძლია სამ სიტყვაში შევაჯამოთ: მშვიდობა, სამართლიანობა და თანმიმდევრულობა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპი დაცული იყოს და უნდა არსებობდეს უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიები. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ აწარმოოს სამშვიდობო მოლაპარაკებები და სწორედ ამ მიზეზით ჩვენ ვაღიარებთ პალესტინას“, – განაცხადა სანჩესმა.