პიკასოს ტილოს ქვეყნიდან უნებართვოდ გატანის მცდელობის გამო, ესპანელ მილიარდერს პატიმრობა და 52 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა
ესპანელ მილიარდერს, 83 წლის ჰაიმე ბოტინის პიკასოს ტილოს ქვეყნიდან უნებართვოდ გატანის მცდელობის გამო, მადრიდის სასამართლომ 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 52 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.
პაბლო პიკასოს ტილო „ახალგაზრდა ქალის თავი“ მილიარდერის იახტაზე 2015 წელ აღმოაჩინეს. ნახატი ესპანეთის ეროვნულ განძად ითვლება, ამიტომ მისი გატანა ქვეყნიდან არ შეიძლება.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ტილო სახელმწიფოს უნდა გადაეცეს. მილიარდერს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.