„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, დაფნის გადამამუშავებელი საწარმო გაფართოვდა
აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში, შპს „ლიფლუქსმა“ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი დაფნის გადამამუშავებელი საწარმო გააფართოვა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 13 000 აშშ დოლარი შეადგინა, აქედან 5 200 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა 7 800 აშშ დოლარი.
საწარმო წელიწადში 100-120 ტონა ნედლ დაფნის ფოთოლს გადაამუშავებს. შპს „ლიფლუქსში“ დასაქმებულია 22 ადამიანი და ყოველწლიურად 60 ადგილობრივი ფერმერი აბარებს მოსავალს.