ერთ-ერთმა იაპონურმა კომპანიამ უპილოტო მაღალსიჩქარიანი მატარებლის პირველი გამოცდა ჩაატარა
ერთ-ერთმა იაპონურმა კომპანიამ უპილოტო მაღალსიჩქარიანი მატარებლის პირველი გამოცდა ჩაატარა

იაპონურმა კომპანია East Japan Railway Company-მ უპილოტო მაღალსიჩქარიანი მატარებლის პირველი გამოცდა ჩაატარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.

E7 სერიის 12 ვაგონისგან შემდგარი მატარებლის საცდელი გაშვება 17 ნოემბერს დილით 5-კილომეტრიან მონაკვეთზე მოხდა. მემანქანე გაუთვალისწინებელი სიტუაციების შემთხვევაში კაბინაში იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც მან კონტროლი ავტომატურ რეჟიმზე დააყენა, მატარებელმა წარმატებით დაასრულა სვლა ადამიანის ჩარევის გარეშე. ტესტირების დროს მატარებლის სიჩქარე საათში 110 კილომეტრს მიუახლოვდა.

არსებული ინფორმაციით, მატარებელი გათვლილი გაჩერების ადგილიდან 8 სანტიმეტრით შორ მანძილზე გაჩერდა, თუმცა საკითხის ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ამ ტიპის „შეცდომის“ ზღვარი 50 სანტიმეტრია.

ამასთან, კომპანიაში აღნიშნეს, რომ სამომავლოდ არსებული მუშახელის დეფიციტის ფონზე გეგმავენ ჩქაროსნული მატარებლების გამოყენებას მემანქანის გარეშე.