ეროვნული ნაკრებების ახალ რეიტინგში ქართველი კალათბურთელები ერთი საფეხურით დაწინაურდნენ
მსოფლიოს 2019 წლის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი სათამაშო ფანჯრის დასრულების შემდეგ, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ – ფიბა-მ ეროვნული ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, სერბეთისა და გერმანიის გუნდებთან მარცხის მიუხედავად, რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა და დღეისათვის 27-ე ადგილი გადმოვიდა.
ევროპის კონტინენტზე საქართველოს გუნდი მე-16 საფეხურზეა.