ეროვნული მუზეუმის არქეოლოგთა გუნდი კვლევითი სამუშაოების მისიით ქუვეითში იმყოფება
ეროვნული მუზეუმის არქეოლოგთა გუნდი კვლევითი სამუშაოების მისიით ქუვეითში იმყოფება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგთა გუნდი ქუვეითის კუნძულ ფაილაკაზე იმყოფება. ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციის ცნობით, ქართული მისიის ძირითადი მიზანი კუნძულზე აღმოჩენილი სხვადასხვა ხანის არქეოლოგიური ძეგლებისა და ნივთების შესწავლა და მათი მეცნიერული კვლევაა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2011 წლიდან თანამშრომლობს ქუვეითის ეროვნულ მუზეუმთან. საქართველო ევროკავშირის ერთადერთი არაწევრი ქვეყანაა, რომელიც ქუვეითში ასეთ ფართო კვლევით სამუშაოებზე არის მიწვეული.