ინტერნეტსაიტებზე არალეგალური ფილმების გამო, წამყვანი ამერიკული კინოსტუდიები საქართველოს გაფრთხილებას უგზავნიან
წამყვანი ამერიკული კინოსტუდიები საქართველოს გაფრთხილებას უგზავნიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. კინოცენტრის ცნობით, ისეთი გავლენიანი კინომწარმოებელი კომპანიები, როგორიცაა „დისნეი“, „ნეტფლიქსი“, „პარამაუნტ პიქჩერზი“, „სონი პიქჩერზი“, „უნივერსალ სითი სტუდიოს“ და „ვორნერ ბროს“ შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში არსებულ ინტერნეტსაიტებზე არალეგალური ფილმების ჩვენების გამო.
„კინოსტუდიების მიერ კომუნიკაციების კომისიის, საქპატენტისა და ინტერეტმეკობრების წინააღმდეგ შექმნილი ასოციაციაციისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ქართული ვებგვერდები წლების განმავლობაში, უკანონოდ მოიპოვებენ და ასაჯაროებენ სხვადასხვა სახის კონტენტს, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საქართველოსთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.