ეროვნული გალერეა მიქელანჯელოს ექვსი გრაფიკული ნამუშევრის გამოფენას უმასპინძლებს
საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში თბილისში მიქელანჯელო ბუონაროტის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენას წარმოადგენს.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, 2 თებერვლიდან, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს მიქელანჯელოს ექვს გრაფიკულ ნამუშევარს ფლორენციის „კაზა ბუონაროტის“ მუზეუმის კოლექციიდან.
მხატვრის ორიგინალი ნამუშევრების ექსპოზიციას საქართველოში მუზეუმის დირექტორი ალესანდრო ჩეკი 31 იანვარს ჩამოიტანს.
თბილისში გამოფენა 3 აპრილამდე გაგრძელდება.