მიქელანჯელოს გრაფიკული ნამუშევრები საქართველოშია
მიქელანჯელოს გრაფიკული ნამუშევრები საქართველოშია

მიქელანჯელო ბუონაროტის გრაფიკული ნამუშევრები საქართველოშია.

2 თებერვლიდან, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მიქელანჯელოს ექვს გრაფიკულ ნამუშევარს ფლორენციის „კაზა ბუონაროტის“ მუზეუმის კოლექციიდან უმასპინძლებს.

მხატვრის ორიგინალი ნამუშევრების ექსპოზიცია საქართველოში მუზეუმის დირექტორმა ალესანდრო ჩეკიმ ჩამოიტანა.

ნამუშევრები უკვე ეროვნული გალერეის საექსპოზიცო დარბაზში დაკიდეს. დამთვალიერებელს
მისი ნახვა 2 თებერვლიდან შეეძლება. თბილისში გამოფენა 3 აპრილამდე დარჩება.