ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლელა კოტორაშვილის წიგნი „მოსიარულე გაკვეთილები“ წარადგინეს
ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ლელა კოტორაშვილის წიგნი – „მოსიარულე გაკვეთილები“ წარადგინეს. პრეზენტაციას გამომცემლობის წარმომადგენლები, ავტორის მეგობრები, კოლეგები და თბილისში სპეციალურად საღამოსთვის ჩამოსული მოსწავლეები ესწრებოდნენ.
წიგნის წერა ავტორმა ოთხი წლის წინ დაიწყო, როდესაც თბილისი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად დატოვა და მაღალმთიანი რაჭის სოფელ უწერაში გადასახლდა.
ავტორი წიგნში უწერის სკოლაში მასწავლებლად მუშაობის წლებს აღწერს.