ეროვნულ მუზეუმთან მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის წარმომადგენლების აქცია გაიმართა
„სამართლიანობა გაიმარჯვებს“ – ამ სლოგანით საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის წარმომადგენლების აქცია გაიმართა. აქციაზე მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლები და მათი მხარდამჭერები იმყოფებოდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, კულტურის სფეროში დესტრუქციული პროცესები მიმდინარეობს. მათი თქმით, განსაკუთრებით აღმაშფოთებელია კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ ინსტიტუციებში მიმდინარე ადამიანის უფლებების შემლახველი პოლიტიკა.
აქციაზე შეკრებილები მოუწოდებენ მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სფეროში ყველა დასაქმებულს, ერთად დაიცვან და გააუმჯობესონ საკუთარი შრომითი უფლებები.