ეროვნულ მუზეუმში გამოფენა „რელიგიები საქართველოში“ გაიხსნა [ფოტოები]
ეროვნულ მუზეუმში გამოფენა „რელიგიები საქართველოში“ გაიხსნა [ფოტოები]

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად გამოფენა „რელიგიები საქართველოში“ გახსნა.

გამოფენაში მონაწილეობენ საქართველოში არსებული რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, მთავრობის წევრები და საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლები.

გამოფენაზე სხვადასხვა რელიგიის წმინდა წიგნები და ლიტერატურა, ასევე რელიგიური სამოსი, ატრიბუტიკა, ისტორიული ფოტოები და დოკუმენტები გამოიფინა.

გამოფენა ეროვნულ მუზეუმში რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. მისი მიზანი რელიგიური ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდაა.

 

 

ფოტო – ქეთი სვანაძე