საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში ექსპოზიცია, სახელწოდებით „გვახსოვს“ გაიხსნა.
გამოფენა აფხაზეთის ომის დროს ამერიკელი ფოტოკორესპონდენტების, ლინტონ მალკოლმისა და ჯონ ჯონსის მიერ გადაღებულ 112 ფოტოს მოიცავს.
ექსპოზიცია საერთაშორისო საინიციატივო ჯგუფის, „აფხაზეთის“ ორგანიზებით მოეწყო.
გამოფენა ხვალიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ფოიეში სამი დღით გადაინაცვლებს.