მამუკა მდინარაძე - ჩვენმა აფხაზმა და ოსმა დებმა, ძმებმა იციან, რომ ჩვენი გაერთიანების ერთადერთი გასაღები არის გრძელვადიანი მშვიდობა, განვითარება, ერთმანეთის პატიება და შერიგება
მამუკა მდინარაძე - ჩვენმა აფხაზმა და ოსმა დებმა, ძმებმა იციან, რომ ჩვენი გაერთიანების ერთადერთი გასაღები არის გრძელვადიანი მშვიდობა, განვითარება, ერთმანეთის პატიება და შერიგება

უკვე მთელმა მსოფლიომ და, განსაკუთებით, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენმა აფხაზმა და ოსმა დებმა, ძმებმა იციან, რომ ჩვენი გაერთიანების ერთადერთი გასაღები არის გრძელვადიანი მშვიდობა, განვითარება, ერთმანეთის პატიება და შერიგება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საუბრისას „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს გაერთიანების გზაზე მთავარი გზავნილი მშვიდობა, პატიება და შერიგება უნდა იყოს და აღნიშნულ გეზს არც იმ ძალებმა უნდა გადაუხვიონ, ვინც მომავალში ხელისუფლებაში მოვლენ.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ როდესაც ხელისუფლებაში აღარ ვიქნებით, ამის შემდეგაც ისეთი ხელისუფალი ჰყავდეს საქართველოს, სხვა გზაზე არ იფიქროს. არა ომზე და ათასგვარ მავნებლობაზე, რაც დღეს გვესმის შეფარვით და „ჩაფენილი“ მესიჯებით, არამედ საქართველომ საბოლოოდ გადაწყვიტა და ეს ასე უნდა გაგრძელდეს: მთავარი გზავნილი ამ ქვეყნის გაერთიანების გზაზე უნდა იყოს შერიგება, ურთიერთპატიება, გრძელვადიანი მშვიდობა და განვითარება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.