სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

00:14, 27.09.2024

სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო დროშა დაეშვა ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე.

„მთავრობის განკარგულებით, სოხუმის დაცემის 31-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე, ისევე, როგორც ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე, საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა“, – აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა.

მსგავსი