ეროვნულ ბანკში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე შესაძლოა, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღონ.
სხდომაზე საუბარი ინფლაციაზე იქნება. სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ ნოემბერში 6,9 პროცენტს მიაღწია. ეროვნული ბანკის მიზნობრივი მაჩვენებელი კი 4 პროცენტს შეადგენს. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ინფლაციის შემცირება მიზნობრივ ნიშნულამდე 2018 წელს არის მოსალოდნელი.
ამასთან, აღინიშნა, რომ ფასების სტაბილურობის მიზნით შესაძლოა, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს.
ამ დროისთვის რეფინანსირების განაკვეთი 7 პროცენტს შეადგენს. განაკვეთის გაზრდა ლარში გაცემული სესხების ნაწილის საპროცენტო განაკვეთზე აისახება.
საინტერესოა, რომ სხდომის წინა დღეს ლარი რამდენიმე პუნქტით გამყარდა. ამერიკული ვალუტის ოფიციალური კურსი 2.6258 ლარია.