ლევილის მამულის უკანასკნელი არქივის დაბრუნებისა და საქართველოს ეროვნულ არქივში მამია და ქრისტინე ბერიშვილების ფონდის შექმნის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
არქივის დაბრუნებაზე მოლაპარაკება საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და ბერიშვილების შთამომავალ ტიერი ბერიშვილს შორის შედგა.
არქივის დაბრუნება სიმბოლურად საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს უკავშირდება.
მამია და ქრისტინე ბერიშვილები ლევილის მამულს 20 წლის განმავლობაში მართავდნენ. მემორანდუმის თანახმად, ეროვნულ არქივს გადაეცემა ლევილის მამულის უკანასკნელი არქივი, მისი შენახვის დაცვისა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.