ერისთავის ქუჩაზე, კიროვის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე არსებული ლამინატის საწყობი იწვის. ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, ადგილზე 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
ჯერ უცნობია, რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.