ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ კონსერვატორული პარტიის ახალი თავმჯდომარე დაასახელა.
როგორც „როიტერი“ წერს, მეიმ, რომელიც მისი პარტიის მიერ უმრავლესობის დაკარგვით დასუსტებულია, საკუთარ გუნდში ცვლილებები მინისტრების შეცვლით გადაწყვიტა.
ტერეზა მეიმ უცვლელი დატოვა მისი გუნდის ყველაზე მსხვილი და გავლენიანი წარმომადგენლები – ფინანსთა, ბრექსიტის, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები. თუმცა, მოწინავე პოზიციებზე დააწინაურა ქალები, შავკანიანი და ახალგაზრდა კანონმდებლები.
მედია ვარაუდობს, რომ მეის ეს ნაბიჯი პასუხია მისი კრიტიკოსების შეფასებაზე, რომლებიც კონსერვატორებს მამაკაცების, თეთრკანიანებისა და ხანდაზმულების პარტიას უწოდებენ.